Tuesday, November 17, 2009

გრემი


მეთექვსმეეტე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს გრემის ნაქალაქარი . გრემი რომელიც ალაზანს გადაღმა მდებარეობს, მდ. ინწობის ნაპირზე იმ პერიოდში კახეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში კი, შაჰ აბასის სასტიკი დარბევით გრემის როგორც ქალაქის არსებობა საბოლოოდ დასრულდა.
ნაქალაქევის მთავარი სიამაყეა ლევან კახთა მეფის მიერ აგებული მთავარანგელოზის ეკლესია და მეფისვე კოშკისებრი სასახლე, რომელიც მთის ქედის ერთ-ერთ ტერტაძარი 1565 წელს აშენდა, მისი მოხატვა კი 1577 წელს დაუმთავრებიათ. გეგმით სწორკუთხა შენობა ნაშენია აგურით, აქა-იქ რიყის ქვაცაა გამოყენებული. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით აქვს. შიგა სივრცეს საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადი დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად. ასეთივე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიანი გუმბათის ყელსაც. ინტერიერში დასავლეთ კედელზე მოთავსებულია ამშენებლის პორტრეტი ეკლესიის მოდელით ხელში. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე II-ს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზეც შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ.

ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1939-1949 წ.წ (ხელმძღვანელი ა. მამულაშვილი) და 1963-1967 წ.წ (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია). ქალაქს ეკავა დაახლოებით 50 ჰა. და სამი მთავარი ნაწილისაგან შედგებოდა:

1. მთავარანგელოზთა კომპლექსი, რომელშიც შედიოდა მთავარანგელოზთა ეკლესია, 3-სართულიანი სასახლე, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობანი (საწნახლიანი მარანი, ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა). ქალაქის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისაკენ.

2. სამეფო რეზიდენცია, რომელშიც განლაგებული იყო სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი, აგურით ნაგები აბანო და სხვა.

3.სავაჭრო უბანი, რომლის ცენტრში მდებარეობდა გეგმით სწორკუთხა დახურული ბაზარი (ქულბაქები) და სასტუმრო (ქარვასლა).

ბაზარი ოთხივე მხრიდან შემოფარგლული იყო ქვით ნაგები კამაროვანი დუქნების რიგით, შუაში მცირე ეზო ჰქონდა. ყოველი დუქანი (ფართობი დაახლოებით 10 მ²) შედგებოდა ერთი ოთახისა და ეზოსკენ გახსნილი აივნისაგან (ალბათ საქონლის გამოსაფენად). ზოგ დუქანს სარდაფიც ჰქონდა. ოთხივე რიგში 30 დუქანი აღმოჩნდა. დუქნები სხვადასხვა სამიანობისათვის იყო გამიზნული. ქულბაქებს აღმოსავლეთიდან ეკვროდა მოგრძო სწორკუთხა ფორმის (სიგრძე 80 მ) სასტუმრო, რომელშიცკორიდორის ორივე მხარეს განლაგებული იყო 16-16 პატარა სათავსი. ამავე უბანში გაითხარა აბანო, რომელიც გრემში ჩამოსული უცხოელებისათვის ყოფილა განკუთვნილი. აბანოს მილებში შემორჩენილი დიდი რაოდენობის ნალექის მიხედვით სავარაუდოა, რომ აბანოს იყენებდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გრემი წყლით მარაგდებოდა XVI საუკუნეში მდინარე ლოპოტიდან გამოყვანილი არხის საშუალებით. ნაქალაქარი დასერილია სასმელი წყლის კერამიკული მილების ქსლით. კომუნალური დანიშნულების წყალი პატარა არხებით შემოდიოდა, ხოლო დიდი არხით ქალაქის მიდამოები ირწყვებოდა. ქალაქის დასავლეთ ნაწილში იყო გალავანშემორტყმული აგურის ეკლესია ე. წ. "თარსა გალავანი" (აგებულია XVI საუკუნეში). გათხრებით მოპოვებულ მასალაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმპორტულ (სპარსული, ჩინური) კერამიკას.ასაზეა აღმართული.

No comments:

Post a Comment