Wednesday, November 18, 2009

ერთი დღე კახეთში


ზოგადად ექსკურსია ჩვენი კლასის ცხოვრებაში
დიდი დღესასწაულია, ასეთი იყო 26 სექტემბერი მოგზაურობა მარშუტით”თბილისი-ყვარელი-გრემი” გვინდა ჩვენი ემოციები და შთაბეჭდილებები ნანახის შესახებ გაგიზიაროთ.
1. ყვარელი
2. ყვარელი ილია ჭავჭავაძის მუზეუმი

მეცხრამეტე საუკუნიდან სამი საუკუნით უკან დავბრუნდით
და გრემის მთვარ ენგელოზს ვეწვიეთ
3. გრემის მთავარანგელოზი


შემოდგომა, კახეთი და რთველი განუყოფელი ცნებებია. კახეთს ეწვიო და რთველში არ ჩაება შეუძლებელია.
გრემის მომნუსხველი ხედებით დატვიერთულებმა და დაღლილებმა ის-ის იყო სახლში დაბრუნება გადავწყვიტეთ როდესაც ჩვენმა კლასელმა ლევან ბეჟაშვილმა მის მშობლიურ გურჯაანში ღვინის ქარხანაში დაგვპატიჟა.
4. სტუმრად ღვინის ქარხანაში











დიდი სურვილი გვქონდა უჯარმის ციხე-სიმაგრე მოგვენახულებინა, სამწუხაროდ კახეთის სილამაზეს ერთ დღეში ვერ ამოწურავ.


5. უჯარმა







ასე დავასრულეთ მოგზაურობა კახეთში. დავემშვიდობეთ ყვარელს, გრემს, უჯარმას და კახური სტუმარ-მასპინძლობით მოხიბლულებმა თბილისს მივაშურეთ.

უჯარმა



უჯარმა მდებარეობს საქართველოს ერთერთ ულამაზეს კუთხეში კახეთში მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე მის ნანგრევებს დღესაც განცვიფრებაში მოყავს მნახველი ციხე მდებარეობდა მაღალ კონცხსა და მის დასავლეთ ფერდობზე კონცხის აღმოსავლეთი ნაწილი მიუვალ პიტალო კლდეს წარმოადგენს. . მატიანეთა ცნობებით, უჯარმა წარმოშობილა III-IV საუკუნეთა მიჯნაზე. ისტორიკოსი ლეონტი მროველი გადმოგვცემს. ,,ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა“.
IV საუკუნეში მირიან მეფეს თავისი ძის, რევისათვის მიუცია საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, ხოლო რეზიდენციად - უჯარმა.
ქალაქი განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც იგი თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია ვახტანგ გორგასალმა. ამის თაობაზე ისტორიკოსი ჯუანშერი წერს: ,,ვახტანგ დაჯდა უჯარმოს, და აღაშენა უზომო შენობები ააგოო. მტრის შემოსევის შემთხვევაში მეფეს იმედი ჰქონია ამ ნაგებობებისა. სპარსთა მეფის ხოსროს მოახლოებისას ვახტანგს კათალიკოსისათვის უთქვამს: ,,დადეგ ეკლესიასა... რომელი რაბატსა შინა უჯარმოსასა აღმიშენებიეს; და ვეჭუ, ვითარმედ ყოველნი ქალაქნი გარემოს უჯარმოსა იძლივნენ, რამეთუ მტკიცნი და ძლიერნი ზღუდენი აქა დავსხენით“. იქიდან წასულმა ვახტანგ მეფემ გმირული ბრძოლით ისახელა თავი, მაგრამ მოღალატისაგან მუხანათურად ნასროლმა ისარმა იგი სასიკვდილოდ დაჭრა, ვეღარ განიკურნა სწორედ უჯარმას წააბრძანეს მძიმეთ დაჭრილი მეფე ,,აღესრულა ლომი იგი ლომთა და გოლიათი გოლიათთა“ მის მიერ აგებულ უჯარმაშივე. შემდგომში ვახტანგის მემკვიდრეებიც უჯარმიდან მართავდნენ კახეთს. ეს ითქმის უმეფობის ხანაზედაც. მაგალითად, VI საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს ახლად გამარჯვებული ფეოდალური წყობილების დროს გუარამ კურაპალატი განაგებდა, მას კახეთი, კუხეთი და ჰერეთი ბაკურ მეფის შვილებისათვის მიუცია.
დღეს არსებულ ნანგრევებში ქალაქის ქვედა გალავნისაგან აშკარად გამოიყოფა ციტადელი, რომელსაც გრძელი მრავალგვერდას ფორმა აქვს. მისი გალავანი, რომელიც კოშკებითაა გამაგრებული, მთის რელიეფს მიჰყვება, რათა მტერს ნაკლები ფეხის მოსაკიდი ჰქონოდა. ციტადელის შიგნით იდგა მცირე ზომის კარის ეკლესია ორსართულიანი სასახლე, წყალსაცავი და სხვა დამხმარე ნაგებობები.
ჩრდილო ფერდობზე, ციტადელიდან მდინარის ნაპირამდე, ქალაქის ტერიტორია ოთხკუთხედად იყო შემოფარგლული კედლებით. გალავნის კუთხეებში და საპასუხისმგებლო ადგილებზე კოშკებია ჩარიგებული. ციხის კედლები ყრუა. ასევე ყრუკედლებიანია კოშკებიც. როგორც ეტყობა, თავდაცვა მაღალი გალავნის ქონგურებიანი საბრძოლო ბილიკიდან და კოშკების ბანებიდან ხდებოდა. კოშკები ორი ან სამსართულიანია. მათ კარები და დიდი ხალვათი ფანჯრები მხოლოდ ეზოსკენ აქვთ მოწყობილი.
ქალაქის ჭიშკარი ციხის დასაელეთ ნაწილში მდებარე კოშკში იყო დატანებული. დამხმარე კარები უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთითაც. ქალაქის წყლით მომარაგება შედარებით ადვილად ხდებოდა, რადგან ციხე მდინარის ნაპირთან მდებარეობდა. მდინარისპირა გალავნის შუაში მდგარ კოშკს კარი აქვს დატანებული წყალზე ჩასასვლელად. მდინარესა და კოშკს შორის არსებული მცირე მანძილიც საგანგებო კედლებით იყო დაცული. ამას გარდა, არ არის გამორიცხული, რომ ციხეს ჰქონოდა საკუთარი წყალსადენი კარგი სასმელი წყლით.
არქიტექტურული თვალსაზრისით უჯარმის ციხე იშვიათი გემოვნებითაა ნაგები. გალავანი და კოშკები კარგი პროპორციებითაა შერწყმული. მთლიანად ანსამბლს მონოლითური სახე აქვს.
არაბობის ხანაში უჯარმა, როგორც ქალაქი, დაცემის გზას ადგება. X საუკუნის დასაწყისში იგი მოქმედებდა, როგორც მხოლოდ ციხე-სიმაგრე, მაგრამ ციხედ აღარ ყოფილა გამოსარჩევი. იქვე მახლობლად მდგარი ბოჭორმა მასზე უკეთეს სიმაგრედ ითვლებოდა. მაგალითად, როდესაც 914 წელს მოსულა არაბთა ამირა ბულ-კასიმი, იგი დიდი ჯარით უპირველეს ყოვლისა უჯარმას შემოდგომია. ციხეს, თურმე, მხოლოდ სამასი კაცი იცავდა. ცხადია, მეომართა ასეთი მცირე რაზმი ვერას გახდებოდა არაბთა დიდძალი ჯარის წინაადმდეგ, მიუხედავად ამისა, წინაადმდეგობა რამდენიმე დღეს გაგრძელებულა. როდესაც დარწმუნებულან, რომ მაშველი არსაიდან მოდიოდა, ერთ ღამეს მეციხოვნეებს თვითონ დაუცლიათ ციხე. მტერსაც არ დაუყოვნებია: ციხეში შესულა და მისი კედლები დაურღვევია. მიუხედავად ამისა, ციხე მალე ისევ აღუდგენიათ და საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პროცესში მას მაინც საკმაო წონა ჰქონია. კახეთის ქორეპისკოპოსის ძმამ იგი აფხაზთა მეფეს, გიორგის, გადასცა.
მომდევნო საუკუნეებში უჯარმა ქვეყნის ცხოვრებაში უკვე ნაკლებად ღებულობს მონაწილეობას და არსებობას განაგრძობს, როგორც მცირე მასშტაბის დასახლებული პუნქტი. Uუჯარმა საქართველოს ისტორიული სიმდიდრე.

Tuesday, November 17, 2009

კოტეხი


,,კოტეხი” მდებარეობს ქ. გურჯაანში (კახეთის რეგიონი, რომლის გარშემო ფართობებზე საქართველოში საუკეთესო ყურძნის ჯიშები ხარობს.
ქარხანა დაარსდა 1976 წელს, როგორც ღვინომასალების გადამამუშავებელი საწარმო – საკუპაჟე ბაზა. 1994 წელს გარდაიქმნა ღია სააქციო საზოგადოებად, ხოლო 1995 წელს მოხდა ქარხნის სრული პრივატიზაცია და ეწოდა სს “კოტეხი”. 1996 წლიდან საწარმოს ეწოდა სს “კოტეხი- ღვინის ქარხანა”, ხოლო 2002 წელის 26 აპრილიდან ქარხანას ეწოდა კუკური ქოლოღლიშვილის სახელობის სს “ კოტეხი – გურჯაანის ღვინის ქარხანა”.
კოტეხი ლამაზი, კოპწია სოფელია, რომელიც შეფენილია მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, გომბორისა და კავკასიონის მთებს შორის.
ადგილმდებარეობის მიკროკლიმატი საუკეთესო პირობებს ქმნის მაღალხარისხოვანი ყურძნის მოსაყვანად.
ისტორიულად სოფელ კოტეხში, რომელიც დღეს შედის გურჯაანის ადმინისტრაციულ საღვრებში, მოსახლეობა მისდევდა მევენახეობასა და ღვინის წარმოებას.
დღეისათვის მოქმედებს ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელი 4 ხაზი, რომელთაგანაც 3 განკუთვნილია თეთრი, ხოლო 1 - წითელი ყურძნისათვის.
ღვინის საამქროებში ღვინოს ინახავენ და გადაამუშავებენ ემალირებულ და უჟანგავი ლითონისაგან დამზადებულ ცისტერნაში.
სს “კოტეხს” ხელსაყრელი ადგილმდებარეობა საშვალებას აძლევს შეუფერხებლად დაამზადოს 8000 ტ. ყურძენი.

სს “კოტეხი” უშვებს შემდეგ დასახელების ღვინოებს:

თეთრი მშრალი:
“კოტეხი” – ევროპული;
“კოტეხი” – კახური;
“კოტეხი” – სუფრის;
“გურჯაანი”;
“ვაზისუბანი”;
“გარეჯი”;

წითელი მშრალი:
“კოტეხი”;
“საფერავი”;
მუკუზანი

წითელი ნახევრად ტკბილი:
“კოტეხი”;
“ალაზნის ველი”;

ვარდისფერი ნახევრად მშრალი:
“კოტეხი”;

შუშხუნა ღვინო:
“კოტეხი”

ქარხნის ღვინოებმა დაიმსახურა უამრავი ჯილდო, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო: მომხმარებლის მიერ პროდუქციის აღიარება და მაღალი შეფასება.

გრემი


მეთექვსმეეტე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს გრემის ნაქალაქარი . გრემი რომელიც ალაზანს გადაღმა მდებარეობს, მდ. ინწობის ნაპირზე იმ პერიოდში კახეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში კი, შაჰ აბასის სასტიკი დარბევით გრემის როგორც ქალაქის არსებობა საბოლოოდ დასრულდა.
ნაქალაქევის მთავარი სიამაყეა ლევან კახთა მეფის მიერ აგებული მთავარანგელოზის ეკლესია და მეფისვე კოშკისებრი სასახლე, რომელიც მთის ქედის ერთ-ერთ ტერტაძარი 1565 წელს აშენდა, მისი მოხატვა კი 1577 წელს დაუმთავრებიათ. გეგმით სწორკუთხა შენობა ნაშენია აგურით, აქა-იქ რიყის ქვაცაა გამოყენებული. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით აქვს. შიგა სივრცეს საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადი დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად. ასეთივე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიანი გუმბათის ყელსაც. ინტერიერში დასავლეთ კედელზე მოთავსებულია ამშენებლის პორტრეტი ეკლესიის მოდელით ხელში. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე II-ს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზეც შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ.

ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1939-1949 წ.წ (ხელმძღვანელი ა. მამულაშვილი) და 1963-1967 წ.წ (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია). ქალაქს ეკავა დაახლოებით 50 ჰა. და სამი მთავარი ნაწილისაგან შედგებოდა:

1. მთავარანგელოზთა კომპლექსი, რომელშიც შედიოდა მთავარანგელოზთა ეკლესია, 3-სართულიანი სასახლე, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობანი (საწნახლიანი მარანი, ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა). ქალაქის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისაკენ.

2. სამეფო რეზიდენცია, რომელშიც განლაგებული იყო სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი, აგურით ნაგები აბანო და სხვა.

3.სავაჭრო უბანი, რომლის ცენტრში მდებარეობდა გეგმით სწორკუთხა დახურული ბაზარი (ქულბაქები) და სასტუმრო (ქარვასლა).

ბაზარი ოთხივე მხრიდან შემოფარგლული იყო ქვით ნაგები კამაროვანი დუქნების რიგით, შუაში მცირე ეზო ჰქონდა. ყოველი დუქანი (ფართობი დაახლოებით 10 მ²) შედგებოდა ერთი ოთახისა და ეზოსკენ გახსნილი აივნისაგან (ალბათ საქონლის გამოსაფენად). ზოგ დუქანს სარდაფიც ჰქონდა. ოთხივე რიგში 30 დუქანი აღმოჩნდა. დუქნები სხვადასხვა სამიანობისათვის იყო გამიზნული. ქულბაქებს აღმოსავლეთიდან ეკვროდა მოგრძო სწორკუთხა ფორმის (სიგრძე 80 მ) სასტუმრო, რომელშიცკორიდორის ორივე მხარეს განლაგებული იყო 16-16 პატარა სათავსი. ამავე უბანში გაითხარა აბანო, რომელიც გრემში ჩამოსული უცხოელებისათვის ყოფილა განკუთვნილი. აბანოს მილებში შემორჩენილი დიდი რაოდენობის ნალექის მიხედვით სავარაუდოა, რომ აბანოს იყენებდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გრემი წყლით მარაგდებოდა XVI საუკუნეში მდინარე ლოპოტიდან გამოყვანილი არხის საშუალებით. ნაქალაქარი დასერილია სასმელი წყლის კერამიკული მილების ქსლით. კომუნალური დანიშნულების წყალი პატარა არხებით შემოდიოდა, ხოლო დიდი არხით ქალაქის მიდამოები ირწყვებოდა. ქალაქის დასავლეთ ნაწილში იყო გალავანშემორტყმული აგურის ეკლესია ე. წ. "თარსა გალავანი" (აგებულია XVI საუკუნეში). გათხრებით მოპოვებულ მასალაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმპორტულ (სპარსული, ჩინური) კერამიკას.ასაზეა აღმართული.

ყვარელი


ადგილმდებარეობა
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობებს და ალაზნის ვაკის ნაწილს. უჭირავს 1000,8 კმ2 ფართობი. ყვარლის რაიონს სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება მდინარე ალაზანი, ჩრდილოეთიდან - დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა (რუსეთის ფედერაცია), აღმოსავლეთით - ლაგოდეხის რაიონი, ხოლო დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთ თელავის რაიონი.
მთავარ სამდინარო არტერიას წარმოადგენს მდინარე ალაზანი მარცხენა შენაკადებით: ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, შოროხი, აფნისწყალი, არეში. ტერიტორიანი თითქმის 45 %-მდე მთიანია, ვაკეს უკავია 45 %. ვაკე ნაწილში დიდი ნაწილი უჭირავს თიხნარ ნიადაგს.
ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე სამი დიდი მოცულობის ხელოვნური წყალსაცავია. მათგან პირველი, "ყვარლის ზღვა" 1962-65 წლებში შეიქმნა რაიონის მოსახლეობისა და სპეციალისტების ენთუზიაზმის წყალობით ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების მთებით შემოსაზღვრულ ტაფობში. წყალსაცავის სიღრმე 10 მეტრია, სიგრძე 2 კმ, ხოლო სიგანე საშუალოდ 300 მეტრს აღწევს. წყალსაცავს 40 ჰა უკავია და თავის დროზე ის კეთილომოწყობილ კულტურული დასვენების კერას წარმოადგენდა მთელი კახეთისთვის.
ყვარლის მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 22 სოფელია. რაიონული ცენტრი, ქ. ყვარელი, მდებარეობს დურუჯისა და ბურსის შუაწელში, ზღვის დონიდან 450 მეტრზე. თბილისიდან დაცილებულია 134 კმ.
ყვარლის რაიონი საქართველოს სხვა რეგიონებს ძირითადად საავტომობილო მაგისტრალებით უკავშირდება.


ისტორიული წარსული
ისტორიული წყაროებითა და არქეოლოგიური გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობდა უძველესი დასახლებები. აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია დღევანდელი შილდისა და ენისლის მიდამოებში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც გვიან ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის, ხოლო ძველი გავაზის (ამჟამად ახალსოფელი), ბალღოჯიანისა და გრემის ტერიტორიაზე მოპოვებულია ანტიკური ხანის საოჯახო და საომარი ნივთები. გრემ-ნეკრესის მიდამოებში მდებარეობდა უძველესი საკულტო ნაგებობები. ამ მხარის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ნეკრესი, სადაც მე-6 საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი 13 ასურელი მამათაგანი, წმინდანად შერაცხული აბიბოს ნეკრესელი.
ნეკრესი და მისი შემოგარენი ნაშთია იმ უძველესი ისტორიული ქალაქისა, რომელიც "ქართლის ცხოვრებაში" მრავალჯერ არის ნახსენები, როგორც "ნელქარისა ნეკრესი". ისტორიული წყაროებით ნეკრესის დაარსება მიეწერება მეფე ფარნაჯომოს ძველი წელთაღრიცხვის 11 საუკუნეში. აქ მრავალი ნაშთია იმისა, რომ ქალაქი ნელქარისა ანუ ნეკრესი გაშენებული ყოფილა მდინარე "სასახლის ხევის" პირზე.
მე-15-მე-16 საუკუნეებში თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია კახეთის სამეფომ, რომლის სატახტო ქალაქი ამ პერიოდში იყო გრემი. გრემის უნიკალური ციხე-სიმაგრე მთვარანგელოზის ეკლესიით, ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილი ნანგრევები, არქეოლოგიური მასალა და ისტორიული წყაროები ადასტურებენ, რომ ეს იყო ფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი. აქ მე-15 საუკუნიდან ამრავლებდნენ ხელნაწერებს. გემზე გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები.
კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს - ყვარელს, მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. მრავალი წყაროებითა და არქეოლოგიური გათხრებით დადასტურებულია, რომ აქ არსებობდა მნიშვნელოვანი დასახლებები.
ყვარლის დაარსებასა და წარმოშობაზე მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მეფეს დურუჯის ჭალებში ნადირობისას მოსწონები მისი შემოგარენი, განსაკუთრებით კი ის ადგილი, სადაც ახლა ყვარელია გაშენებული და უბრძანებია: "ეს საყვარელი ადგილია და სოფელი უნდა გაშენდესო".


ისტორიული ძეგლები
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოფენილია მეტად საინტერესო და უძველესი წარსულის მქონე ისტორიული ძეგლებით. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ნეკრესის მონასტერი (IV-XVII საუკუნეები), სადაც დღემდე შემორჩენილია საქართველოში ერთ-ერთი უძველესი, IV საუკუნის ქრისტიანული სალოცავი. ნეკრესი, როგორც კულტურული და რელიგიური ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ადრეულ და შუა საუკუნეების ეპოქაში.
არა მხოლოდ ყვარლის მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სიძველის ძეგლია შუა საუკუნეების კახეთის სატახტო ქალაქის, გრემის ისტორიული ნაქალაქრის ტერიტორია, დღემდე შემორჩენილი საკულტო ნაგებობებითა და მთავარანგელოზთა ეკლესიის დიდებული ტაძრით.
ქ. ყვარელში დღემდე კარგადაა შემონახული XVI-XVII საუკუნეების ციხე-გალავანი, რომელთანაც საქართველოს ისტორიული წარსულის და ძნელბედობის მნიშვნელოვანი მოვლენებია დაკავშირებული.
ქ. ყვარელშია ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები.
ყვარელი — ქალაქი საქართველოში, ყვარლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე, რკინიგზის სადგურ მუკუზანიდან 19 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა 9 ათასი (2002 წლის მონაცემებით). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: თეატრი, ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები. ყვარელში არის ნეკრესის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.